Error
ახალი ამბები
დამასკოში დაბომბვის შედეგად 15 სტუდენტი დაიღუპა
საარტილერიო ჭურვები დამასკოს უნივერსიტეტის კომპლექსს მოხვდა, რის შედეგადაც 15 სტუდენტი დაიღუპა.  ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს. ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ ამავე იერიშის შედეგად დაჭრილია ექვსი ადამიანი. ტელევიზია „ალ-იხბარიის“ ცნობით, ჭურვები მოხვდა არქიტექტურის ფაკულტეტის შენობას დამასკოს ცენტრალურ უბანში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს ცნობას უნივერსიტეტის კომპლექსის დაბომბვის შესახებ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეები ბოლოხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ საარტილერიო ჭურვებს დამასკოში იერიშების მოსაწყობად.
Print