Error
ახალი ამბები
გაერო იარაღის ვაჭრობასთან დაკავშირებულ ისტორიულ შეთანხმებას მისცემს ხმას
იარაღით ვაჭრობის მოწინააღმდეგები ამ ხელშეკრულებას მხარს უჭერენ. დღეს გაეროს გენერალური ასამბლეა ისტორიაში პირველ მოლაპარაკებას მართავს, რომელიც იარაღით ვაჭრობაზე კონტროლს დააწესებს. შეიარაღების გლობალური ბაზრის წლიური ბრუნვა 70 მილიარდ დოლარს შეადგენს. ერთი კვირის წინ ირანმა, კორეის სახალხო დემოკრატიულმა რესპუბლიკამ და სირიამ უარი განაცხადეს აღნიშნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, რაც შეუძლებელს ხდის შეთამხმების კონსენსუსის პრიმციპების დაცვით მიღწევას. ვარაუდობენ, რომ შეთნხმების პროექტს ხმას გენერალური ასამბლეის შემადგენლობაში მყოფი ქვეყანათა უმრავლესობა, 193 სახელმწიფო, მისცემს. შეთანხმება ემბარგოსა და სანქციების დარღვევით, ჩევულებრივი შეიარაღების ექსპორტს კრძალავს, ან იარაღისა, რომელიც გენოციდის, კაცობრიობის წინააღმდეგ და სამხედრო დანაშაულებების, ტერორისტული ქმედებების განსახორციელებლად უნდა გამოიყენონ. შეთანხმება იარაღის შავ ბაზარზე არდაშვებას ითვალისწინებს. bbc
Print