Error
ახალი ამბები
ობამა თავისი ხელფასის 5% ქვეყნის ბიუჯეტში გადარიცხავს
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა გეგმავს თავისი ხელფასის 5% ფინანსთა სამინსტროში გადარიცხოს, შემდგომში თანხის ბიუჯეტში დასაბრუნებლად. ამით ობამა სოლიდარობას უცხადებს იმ სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომლებსაც ხელფასი შეუმცირეს, ხოლო ნაწილი უფასო შვებულებაში გაუშვეს, სახელმწიფო ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, წერს The New York Times. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის მარტის ხელფასს ეხება და გადარიცხვები აშშ -ს საბიუჯეტო წლის ბოლომდე, 30 სექტემბრამდე, გასტანს. პირველი მარტიდან ძალაში სახელმწიფო ხარჯების ავტომატური სეკვესტრი შევიდა, რომლის ფარგლებში აშშ -ის ყველა ფედერალური სააგენტოს ხარჯები, გარდა თავდაცვისა, 5% -ით შემცირდა. წლის ბოლომდე ხელისუფლება ამ გზით $85 მილიარდი დოლარის დაზოგვას ვარაუდობს. პრეზიდნეტის გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში ყოველთვიურად მისი ხელფასის 5% ანუ $1667 გადაირიცხება. 2011 წელს პრეზიდენტის ოჯახის საერთო შემოსავალმა $789,67 შედაგინა. დამატებითი შემოსავლები, ჰონორარების სახით ობამას მიერ წიგნის გამოცემამ უზრუნველჰყო. ბარაქ ობამამ და მისმა მეუღლემ მიშელმა შემოსავლების 22%, რაც იმ წელს $172,13 შეადგენდა, ქველმოქმედებას შესწირეს.
Print