Error
ახალი ამბები
არგენტინაში წყალდიდობის დროს დაღუპულთა გამო გლოვაა გამოცხადებული
არგენტინაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული ბუენოს–აირესის პროვიცნიაში დაღუპულთა გამო, რომელთა რიცხვმა 50 –ს გადააჭარბა. წყალდიდობა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. ყველაზე მეტად უამინდობისგან ორი მსხვილი ქალაქი – ქვეყნის დედაქალაქი ბუენოს–აირესი და ლა–პატა დაზარალდა, სადაც კოკისპირული წვიმა რამდენიმე საათს გაგრძელდა. ლა–პლატაში 40–მდე ადამიანია დაღუპული. პროვინციის გუბერნატორმა დანიელ სკიოლიმ განაცხადა , რომ ამ ქალაქის მცხოვრებლებს აქამდე მსგავსი არაფერი უნახავთ.
Print