Error
ახალი ამბები
ბოევიკებმა ისრაელის კურორტ ეილატს ესროლეს
ისრაელის ქალაქ ეილატის მიმართულებით ორი რაკეტა გაუშვეს. ადგილობრივი პოლიციის მონაცემებით დარტყმა დასახლებულ ტერიტორიაზე განხორციელდა. შედეგად არავინ დაზარალებულა. მომხდართან დაკავშირებით დროებით დაიკეტა საკურორტო ქალაქის აეროპორტი. ეილატში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები. ეილატი წითელი ზღვის სანაპიროზე განლაგებული პოპულარული კურორტია. წარსულში მას დარტყმა ეგვიპტის საზღვრისპირა რაიონების ბოევიკებმაც მიაყენეს. bbc
Print