Error
ახალი ამბები
აშშ-ის დროშები 20 აპრილამდე დაეშვება (video)
ბოსტონში მომხდარ აფეთქებებში ეჭვმიტანილების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სპეცსამსახურები ჯერ ვერ ასახელებენ. ოფიციალური პირები თავს არიდებენ სიტყვას "ტერაქტი", თუმცა ფედერალური გამოძიების ბიუროს წარმომადგენლები ტერორისტულ ვერსიას ტრაგედიის ადგილის დათვალიერების შემდეგ ერთ-ერთ ძირითადად მიიჩნევენ. კრიმინალისტების აზრით ასაფეთქებელი ნივთიერებების განლაგება მსხვერპლის მაქსიმალურ რიცხვზე იყო გათვლილი. ტერაქტის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. 8 წლის მარტინ რიჩარდი, 29 წლის ქრისთლ ქემფბელი და ჩინეთის მოქალაქე ქალბატონი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ბოსტონის მარათონის ფინიშის ხაზთან დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და დაჭრილთა მხარდასაჭერად მოქალაქეებს ყვავილები მოაქვთ. ბოილსტონის და ბერკერლის ქუჩებზე მოძრაობა თავისუფალია. აშშ-ს პრეზიდენტმა დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად განკარგულება გასცა აშშ ის დროშები 20 აპრილამდე დაუშვას ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ. eouronews
Print