Error
ახალი ამბები
ბარაქ ობამას შხამიანი წერილი გაუგზავნეს
ამერიკულმა სპეცსამსახურებმა სასიკვდილოდ საშიში საწამლავის - რიცინის შემცველი კონვერტების გავრცელებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამას ადასტურებს გამოძიების ფედერალური ბიურო. ეჭვმიტანილი მისისიპის შტატის მცხოვრები პოლ კევინ კერტისია. აშშ-ის სამართალდამცავმა ორგანოებმა მანამდე სამი წერილი , რომლის ადრესატები იყვნენ სენატორი რესპუბლიკელი მისისიპიდან როჯერ უიქერი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და მისისიპის სასამართლოს ერთ-ერთი წარმომადგენელი. ანალიზების წინასწარი შედეგების თანახმად სამივე წერილი შეიცავდა რიცინს. ყველა წერილზე, რომლებიც 8 აპრილს გაიგზავნა შტატ ტენესის ქალაქ მემფისის შტამბი ჰქონდა. ტექსტი და ხელმოწერა სამივე წერილში ერთნაირი იყო. დაინახო ბოროტება და გაჩუმდე ნიშნავს გახდე მისი მდუმარე თანამონაწილე. აშშ-ის სამართალდამცავები წერილებთან დაკავშირებულ ინციდენტს არ უკავშირებენ აფეთქებას ბოსტონში. bbc
Print