Error
ახალი ამბები
ტეხასში მომხდარ აფეთქება
ტეხასში, ქალაქ უეიკოსთან მახლობლად სასუქის დამამზადებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა. შტატის ხელისუფლების ცნობით, არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები. აფეთქების მიზეზი არ არის დაზუსტებული. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ქარხნის ტერიტორიის გარეთ მდებარე შენობებიც დააზიანა, მათ შორის მოხუცთა თავშესაფარი. "ბიბისის" თანახმად, ასზე მეტი ადამიანი დაშავდა. 60 მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციათა ცენტრის წარმომადგენლის განცხადებით 40 ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურის ექვსი ვერტმფრენი და ავტომობილები. bbc
Print