Error
ახალი ამბები
ბოსტონის აფეთქებებში ერთ–ერთი ეჭვმიტანილი ამოცნობილია
აშშ–ის ხელისუფლება აცხადებს, რომ ბოსტონის აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი სულ ცოტა ერთ პირი ამოცნობილია უშიშროების ვიდეო–ჩანაწერში. ჩანაწერი არ გასაჯაროებულა და ოფიციალურად არ გამოცხადებულა რომელიმე ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ოთხშაბათს უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ. გუშინ გაუქმდა გამოძიების შესახებ დაგეგმილი პრესკონფერენციაც. 15 აპრილს ბოსტონში მოწყობილ აფეთქებებს 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 170–ზე მეტი.
Print