Error
ახალი ამბები
საფრანგეთი: "მასობრივი პროტესტი ერთსქესიანი ქორწინების წინააღმდეგ"
პარიზის ქუჩებში დაახლოებით 45 000 ადამიანი გამოვიდა მოთხოვნით მიიღონ ერთსქესიანი ქორწინების დამაკანონებელი კანონპროექტი. ორგანიზატორების მტკიცებით 270 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაცია მშვიდობიანად დასრულდა, თუმცა შეტაკებების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, პარიზში სექსუალურ უმცირესობათა მხარდამჭერი მარში გაიმართა, რომელსაც პარიზის მერი ბერტრან დელანოე (ერთ-ერთი პირველი იმ პოლიტიკოსთა შორის, რომელიც არ მალავს თავის ორიენტაციას ) ხელმძღვანელობდა. ჰომოსექსუალურ წყვილთა დამაკანონებელი დოკუმენტი მანამდე საფრანგეთის პარლამენტის ოროვე პალატამ დაამტკიცა. კანონპროექტის დასკვნითი განხილვა სამშაბათს, 23 აპრილს გაიმართება.  bbc  
Print