ჩინეთში მაშველები ცდილობენ მიწისძვრისგან დაზარალებულებს ძნელად მისასვლელ მთის რაიონებში გაუწიონ დახმარება.
პროვიცნია სიჩუანში მსხვერპლის რაოდენობამ 200-ს გადააჭარბა.
6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ბოლო წლებში უძლიერესი აღმოჩნდა.
დაზარალებულ რაიონებში დროებით საცხოვრებლებს აგებენ და მოსახლეობას ჰუმანიტარულ და სამედიცინო დახმარებას უწევენ.
ჩინეთის ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა უცხოეთის ქვეყნებს, შემოთავაზებული დახმარებისთვის, თუმცა მასზე უარი თქვა და განაცხადა, რომ უნარი შესწევს დამოუკიდებლად გაართვას თავი უბედურებას.
[gallery columns="4"]
მასალის გამოყენების პირობები