
ნიდერლანდების პოლიციამ ლეიდენის სკოლის ყოფილი მოსწავლე დააკავა. როგორც ვარაუდობენ ის იმუქრებოდა, რომ მოკლავდა მასწავლებელს და "რაც შეიძლება ბევრ მოსწავლეს". თავისი მუქარა მან ინტერნეტში ერთ-ერთ ადგილობრივ ფორუმზე განათავსა. ამასთან არ სახელდებოდა კონკრეტული სკოლა და მასწავლებელი, რომელზეც ის თავდასხმას აპირებდა.
ლეიდენის ხელისუფლებამ ამის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, რომ დღეს ყველა სასწავლო დაწესებულება დაეხურა, სადაც 12 დან 16 წლამდე ბავშვები სწავლობენ.
ლეიდენის მერმა აღიარა, რომ ინტერნეტში გავრცელებული მუქარა შესაძლოა ბოროტი მუქარა იყოს, თუმცა მან არ გარისკა და ბავშვების სიცოცხლე საფრთხეში არ ჩააყენა. მერიის ქმედებები ზოგიერთმა მასწავლებელმა გააკრიტიკა, რომლებმაც განაცხადეს, რომ ამიერიდან სკოლების მუშაობის პარალიზებას შეძლებს ნებისმიერი "იდიოტი ინტერნეტიდან".
მასალის გამოყენების პირობები