Error
ახალი ამბები
NIKE მა გაყიდვიდან ამოიღო მაისურები წარწერით "ბოსტონური ხოცვა"
ამერიკულმა კომანია Nike -მა, გასულ კვირას ბოსტონის მარათონზე მომხდარი აფეთქებების შემდეგ, გაყიდვიდან ამოიღო მაისურები წარწერით "ბოსტონური ხოცვა" ('Boston Massacre). "ეს პროცესი ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში განვახორციელეთ და დარწმუნებულები ვართ, რომ გაყიდვიდან მთელი პროდუქცია ამოვიღეთ", - განაცხადა Nike-ის წარმომადგენელმა მერი რემუზიმ. მაისურების სერია, სისხლიანი წარწერით "ბოსტონური ხოცვა " Nike -მა სპეციალურად ბეისბოლის კლუბ "ნიუ-იორქ იანქიზ“ ფანებისთვის გამოუშვა. გამოთქმა "ბოსტონური ხოცვა" , "ნიუ-იორქ იანქიზ“ -ის ფანების ლექსიკონში 1978 წლიდან დამკვიდრდა, როდესაც კლუბმა გამარჯვება მოიპოვა "ბოსტონ რედ სოქ"- ის გუნდზე.
Print