
ავღანეთში პაკისტანის საზღვართან 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იტყობინება. მიწისქვეშა ბიძგები ასევე ქაბულსა და ისლამაბადში იგრძნობოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადიდან 26 კილომეტრში, 70 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა.
მსხვერპლისა და ნგრევის ინფორმაცია არ ვრცელდბა. სააგენტო რეიტერის ინფორმაციით, ბიძგები ინდოეთის შტატ ქაშმირსა და დელის ცენტრშიც იგრძნობოდა.
გასული წლის ივნისში ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ავღანეთის პროვინციების
ბაგლანისა და ტახარის ათობით დასხლებული პუნქტი დაზარალდა.
მასალის გამოყენების პირობები