Error
ახალი ამბები
ჰაკერულმა შეტევებმა შეიძლება საერთაშორისო კონფლიქტები გამოიწვიონ
ექსპერტები თვლიან, რომ ინფორმაციულ რესურსებზე ჰაკერულმა შეტევებმა, შესაძლოა არა მარტო მსოფლიო ბაზრების ვარდნა, არამედ საერთაშორისო კონფლიქტებიც გამოიწვიონ. ამის შესახებ ექსპერტებმა მას შემდეგ განაცხადეს, რაც ჰაკერებმა, რომლებიც თავს “სირიის ელექტრონულ არმიას“ უწოდებენ, Associated Press-ის Twitter- აქაუნთი გატეხეს და იქ თეთრ სახლში აფეთქებისა და ბარაქ ობამას დაჭრის შესახებ ინფორმაციის განთავსება მოსწრეს. “ჩვენი აქცია პროტესტის ნიშანია იმის წინააღმდეგ, თუ როგორ აშუქებს მედია სირიის ოპოზიციის ქმედებებს – ამბობს ვიდეოჩანაწერში პიროვნება, რომელიც თავს მოჰამედს უწოდებს – ეს რეპორტაჟები, რომლებიც არ შეესაბამებიან სიმართლეს, შეურაცხყოფენ სირიას და სირიელ ხალხს”. ჰაკერული შეტევის შედეგად აშშ-ის საფონდო ბირჟამ ვარდნა განიცადა. კერძოდ, 100 პუნქტზე მეტით დაეცა დოუ-ჯონსის ინდექსი. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ აფეთქების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა, სიტუაცია დარეგულირდა. ბოლო დროს, ჰაკერული შეტევები სახვადასხვა ამერიკული კომპანიების მირკობლოგებსა და CBS-ის ახალი ამბების საიტებზე განხორციელდა.
Print