
იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე დემოკრატიული პარტიის წევრის ენრიკო ლეტას კანდიდატურა წარადგინა და მას ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირება დაავალა.
ახალი პრემიერის დანიშვნამ ბოლო უნდა მოუღოს პოლიტიკურ კრიზისს იტალიაში , რომელიც თებერვალში გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო.
არჩევნების შედეგებმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა- ვერც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ვერ მიიღო მთავრობის ფორმირებისთვის აუცილებელი ხმათა უმრაველოსობა.
ენრიკო ლეტას განცხადებით, ის შეეცდება საბიუჯეტო ეკონომიის სფეროში ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენა მოახდინოს.
46-წლის პოლიტიკოსის თქმით, ის კარგად აცნობიერებს თავის პასუხიმსგებლობას და იმას, რომ თანამდებობა ჩაიბარა იმ პერიოდში როდესაც იტალიურმა პოლიტიკურმა წრეებმა „ყოველგვარი ავტორიტეტი "დაკარგეს.
მასალის გამოყენების პირობები