
ბოსტონის აფეთქებების მოწყობაში ეჭვმიტანილი ძმები ცარნაევები ტერქტების მოწყობას ნიუ-იორკშიც გეგმავდნენ. ამის შესახებ, საავადმყოფოში მყოფი ჯოხარ ცარნაევის ჩვენებებიდან გახდა ცნობილი.
ძმები ნიუ-იორკში გამგზავრებასა და თან 6 თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობას წაღებას გეგმავდნენ, რათა თაიმს სქვერზე მოეწყოთ რამდენიმე აფეთქება. ჯოხარ ცარნაევის სიტყვებით, გეგმები ძმებს გატაცებული ავტომობილის მძღოლმა ჩაუშალა, რომელმაც გაქცევა და პოლიციაში დარეკვა მოასწრო.
მას შემდეგ, რაც პროკურატურის თანამშრომლებმა მისი კონსტიტუციური უფლებები გააცნეს, ჯოხარ ცარნაევმა შეწყვიტა ჩვენების მიცემა (აშშ-ს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, დაკავებულს, ადვოკატის გარეშე ჩვენებების მიცემაზე უარის თქმა და დუმილის უფლების შენარჩუნება შეუძლიათ ).
ცარნაევმა მანამდე იმის თქმაც მოასწრო, რომ ტერაქტები მისმა ძმამ დაგეგმა და მთავარი მოტივი ავღანეთსა და ერაყში ამერიკის ქმედებები დაასახელა.
15 აპრილს, ბოსოტონის მარათონის ფინიშის ხაზზე მომხდარ აფეთქებების სედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 264 კი დაიჭრა.
euronews
მასალის გამოყენების პირობები