Error
ახალი ამბები
იმპერატორ ფრანც იოსიფის თმის კულული 13 ათას ევროდ გაიყიდა
ავსტრია - უნგრეთის იმპერიის იმპერატორის ფრანც იოსიფის 1-ის თმის კულული ვენის აუქიონზე 13720 ევროდ გაიყიდა, რაც 20 ათასჯერ მეტია, ვიდრე მისი თავდაპირველი ფასი. თმის კულული გასაყიდად ფრანც იოსიფ I - ის პირადი კამერდინერის მემკვიდრემ გაიტანა. ფრანც იოსიფ I ტახტზე 1848 წელს ავიდა და ხელისუფლების სათავეში 68 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ევროპის ისტორიაში ის იყო ერთი პიროვნების მიერ ქვეყნის მართვის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი. მონარქის თმა ლურჯი ხავერდით გაწყობილ ზარდახშაში ინახებოდა. იოჰენ კეტერლმა იგი იმპერატორის კუთვნილ სხვა ნივთებთან ერთად, ხელფასის დანამატის სახით მიიღო. აუქციონზე მონარქის სხვა პირადი ნივთებიც გაიტანეს: პორტსიგარი, ცხვირსახოცი, უბის წიგნაკი, რომელიც მის ვაჟს - კრონპრინც რუდოლფს ეკუთვნოდა. ეს უკანაკნელი თავის საყვარელთან ერთად 1889 წელს საეჭვო გარემოებებში დაიღუპა. იმპერატორის თმა არ ყოფილა ყველაზე ძვირი, მათ შორის, რაც აუქციონზე გატანილა. 2011 წელს ჯასთინ ბიბერის თმის კულული Ebay -ს ელექტრონულ აუქციონზე 30 ათას ევროდ გაიყიდა. მიღებული თანხა ცხოველთა გადარჩენით დაკავებულ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაეცა. თუმცა ავსტრია-უნგრეთის მონარქის თმის კულული უფრო ძვირი აღმოჩნდა, ვიდრე ნაპოლეონის თმისს, რომელიც 2010 წელს ახალ ზელანდიაში " სულ რაღაც " 10 ათას ევროდ გაიყიდა.
Print