Error
ახალი ამბები
მარკ ცუკერბერგის ხელფასი 1$ იქნება
უმსხვილესი სოციალური ქსელის Facebook -ის შემქნელმა კომპანიაში თავისი ხელფასი 1 დოლარამდე დაიყვანა და ასევე უარი განაცხადა კორპორატიულ ბონუსებზე, წერს The Huffington Post. გამოცემა აღნიშნავს, რომ თუნდაც ასეთი სიმბოლური ხელფასითაც ცუკერბერგს სიღატაკე არ ემუქრება, რადგან 2012 წლის მონაცემებით ბირჟაზე აქციების პირველადმა განთავსებამ, მას 2,27 მილიარდი დოლარი მოიუტანა. კიდევ 1,9 მილიარდი დოლარი, ცუკერბერგმა ბონუსებისა და ხელფასის სახით მიიღო. აღსანიშნავია, რომ მარკ ცუკერბერგმა, სხვა მსხვილი კორპორაციების ტოპ-მენეჯერების მაგალითს მიბაძა: თავის დროზე თავისი ხელფასი 1 დოლარამდე შეამცირა ჯონ მეკიმ კომპანია Whole Foods -დან და ლარი ელისონმა Oracle-დან. ასევე მოიქცა Apple Inc. -ის ხელმძღვანელი სტივ ჯობსი და Google Inc. დამფუძნებლები სერგეი ბრინი და ლარი ფეიჯი. 2013 წელს, მ.ცუკერბერგმა თავისი პოლიტიკური პარტია დააფუძნა, რომელიც კონცენტრირებული მიგრაციული პოლიტიკის პრობლემებზე, ინვესტიციებისა და განათლების საკითხებზე. top.rbc
Print