ახალი ამბები
დასაველეთში ფიქრობენ, რომ რუსულ ლაინერში ბომბი აფეთქდა
ევროპული და ამერიკული უსაფრთხოების სამსახურები, რომლებიც რუსული ლაინერის კატასტროფის მიზეზებს იძიებენ , თვლიან, რომ, შესაძლოა, თვითმფრინავში რადიკალი ისლამისტების მიერ ჩადებული ბომბი აფეთქდა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ავიარეისების გაუქმების შესახებ განცხადებას ავრცელებს. “ჩვენ ვთვლით, რომ ავიგადამზიდავებმა უნდა შეწყვიტონ შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ფრენები (გამონაკლისი შემთხვევების გარდა). ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ყველა სამგზავრო რეისი დიდი ბრიტანეთიდან შარმ-ელ -შეიხისკენ გაუქმდება“, - განაცხადა ჰემონდმა. ეგვიპტის ხელისუფლებაში კი ამტკიცებენ, რომ შარმ-ელ-შეიხის აეროპორტში უსაფრთხოების ზომები დაცულია და გამოძიების დასრულებამდე ბრიტანეთს რეისების შეჩერებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
Print