Error
ახალი ამბები
კორეელი რეპერი PSY–ის კლიპი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა
კლიპის პრეზენტაცია 12 აპრილს შედგა. 14 აპრილისთვის კლიპი 38,4 მილიონზე მეტმა YouTube –ის მომხმარებელმა ნახა. ასეთი აქტიური მნახველი აქამდე არავის ჰყოლია. ვიდეორგოლმა პირველივე დღე–ღამეს 20 მილიონი მნახველი მოიზიდა, რითაც ჯასთინ ბიბერის რეკორდი მოხსნა. ამ უკანასკნელის კლიპმა სიმღერისთვის Boyfriend 2012 წლის მაისში YouTube–ის 8 მილიონი მნახველი მოიზიდა. 2012 წლის ბოლს კორეელმა რეპერმა კლიპით Gangnam Style YouTube –ზე თავისი პირველი რეკორდი დაამყარა. ეს ვიდეორგოლი ვიდეოჰოსთინგზე ოდესმე განთავსებულთაგან ყველაზე პოპულარული გახდა. ის მილიარდზე მეტმა ადამიანმა ნახა.
Gangnam Style - ის ავტორის მეორე კლიპი გინესის რეკორდების წიგნში შევა.
Print