ახალი ამბები
აფხაზეთში მიწისძვრა მოხდა
ოჩამჩირედან 40 კილომეტრში, შავ ზღვაში 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ევროპა-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 5 კმ სიღრმეზე დაფიქსირდა. ცენტრის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მიწისძვრას, რომელიც 03.29 სთ-ზე მოხდა, ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.  
Print