ახალი ამბები
კანადაში მეჩეთი დაწვეს
კანადაში, ონტარიოს პროვინციის ქალაქ პეტერბოროში უცნობმა პირებმა დღესასწაულის დროს მეჩეთი დაწვეს. „Associated Press“-ის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სალოცავში ბავშვის დაბადებას აღნიშნავდნენ. მუსულმანური გაერთიანების მეთაურ კენზუ ადბელის განცხადებით, შენობა იმდენად არის დაზიანებული, რომ მისი ფუნქციონირება ამ ეტაპზე შეუძლებლია. აბდელამ დაგმო თავდასხმა მეჩეთზე და აღნიშნა, რომ ეს „მშვიდობის ადგილია".
Print