ახალი ამბები
საფრანგეთის საჰაერო ძალებმა სირიის ქალაქი რაკა დაბომბეს
საფრანგეთის საჰაერო ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებადი ქალაქი რაკა დაბომბეს „CNN“-ის ინფორმაციით, ავიადარტყმები პარიზში განხორციელებული ტერაქტების სერიაზე საპასუხო ქმედებად შეფასდა. საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ოპერაციაში 10-მა გამანადგურებელმა მიიღო მონაწილეობა. საფრანგეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ „ისლამურ სახელმწიფოზე“ იერიშის განსახორციელბლად აშშ-გან დახმარებას მოელის. ამ ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბენ როდსი ადასტურებს.
Print