Error
ახალი ამბები
აშშ-ში 10 წლის წინ დაკარგული ახალგაზრდა ქალები იპოვეს
აშშ - ის პოლიციამ სამი ლათინოამერიკელი დააპატიმრა, რომელიც მძევლებს 10 წლის განმავლობაში აკავებდა. ამანდა ბერი 2003 წელს დაიკარგა, მიშელ ნაითი 2002 წელს გაიტაცეს. ამანდამ მეზობელი სახლის მეპატრონის დახმარებით გაქცევა მოახერხა და ყველაფერი პოლიციას შეატყობინა. ერთ-ერთ ქალს, გამტეცებლისგან შვილიც ჰყავს. კიდევ ერთი ქალი, ჯინა დაჰესუსი, ასევე სახლში იმყოფებოდა, თუმცა ის ამანდას არ წამოჰყვა. პოლიციამ მოგვიანებით დანარჩენი მძევლებიც გაათავისუფლა. გატაცების მომენტში ამანდა 16 წლის, მიშელი – 20 წლის, ჯინა კი 14 წლის იყო, ყვება ჯინა დაჰესუსის ბიძა. “ მთელი ამ დროის განმავლობაში არავინ იცოდა და ვერც ხვდებოდა, თუ სად იყო ის , – და აი, ახლა ყველაფერი დასრულდა". ახალგაზრდა ქალებს ამ სახლში წლების განმავლობაში აკავებდნენ. უახლოეს მომავალში დაკავებულებს ბრალდებას გატაცებასა და გაუპატიურებაში წარუდგენენ. ამჟამად დაზარალებულები ადგილობრივ საავადმყოფოში იმყოფებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
Print