ირლანდიის პარლამენტი დღეს იმ ირლანდიელი ჯარისკაცების ამნისტიას გამოაცხადებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ანტიჰიტლერული კოალიციის მხარეს იბრძოდნენ.
თავად ირლანდია მეორე მსოფლიო ომის დროს ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ჯარისკაცები, რომლებმაც ნებაყოფილობით დატოვეს ქვეყანა და ბრიტანელებთან ერთად იბრძოდნენ, დეზერტირებად გამოაცხადეს.
ომის შემდეგ მათ აეკრძალათ ბიუჯეტიდან დაფინანსებულ სამსახურებში დასაქმება, პენსიის მიღება, ბევრი მათგანი საყოფაცხოვრებო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.
გასულ წელს, ირლანდიის ხელისუფლებამ ოფიციალურად ბოდიში მოუხადა ვეტერანებს ასეთი მოპყრობისთვის და მათი პატიების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
მასალის გამოყენების პირობები