
იტალიის ქალაქ გენუის ნავსადგურში შემოსული გემი სადისპეჩერო კოშკში შეიჭრა, რის შედეგად ყველაზე ცოტა სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაკარგულად ითვლება. კოშკის ნაწილი ჩამოინგრა და წყალში ჩავარდა.
ბი ბი სი - ს ინფორმაციით, შეჯახების მომენტში კოშკში 10 ადამიანი იმყოფებოდა. პორტში ადასტურებენ, რომ იმ მომენტში ცვლის გადაბარება მიმდინარეობდა და იქ ჩვეულებრივზე მეტი თანამშრომელი იყო.
გაზეთი Corriere Della Sera წერს, რომ საავადმყოფოში 4 ადამიანი მიიყვანეს, სააგენტო Ansa-ს ცნობით კი 6 ადამიანია დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის ორი მამაკაცი და ერთი ოცდაათამდე წლის ქალია.
მასალის გამოყენების პირობები