ახალი ამბები
თბილისში მოშიმშილეებს ზუგდიდიდანაც შეუერთდებიან (ვიდეო)
„პატრიოტთა ალიანსის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები და მხარდამჭერები , რომლებიც ადგილობრივ ოფისში  მეხუთე დღეა შიმშილობენ, თბილისში მიემგზავრებიან და აქციას მთავრობის კანცელარიასთან გააგრძელებენ. "თბილისში  6 ადამიანი მივდივართ. აქციას ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შევწყვეტთ", - თქვა  პარტიის  მხარდამჭერმა  თეონა ქარდავამ. "პატრიოტთა ალიანსი“ -  ს ლიდერი ირმა ინაშვილი რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობს. აქციის მონაწილეები საგარეჯოს რამდენიმე უბანზე შუალედური არჩევნების შედეგების გაუქმებას და გარემოსა და თავდაცვის მინისტრების გადადგომას ითხოვენ, რადგან მათივე მტკიცებით, სწორედ მინისტრები არიან ჩარეული არჩევნების გაყალბებაში.
Print