Error
ახალი ამბები
სამი ქალის გატაცებაში ბრალდებული დღეს სასამართლოში მივა
არიელ კასტრო, რომელსაც სამი ქალი თავის სახლში 10 წლის გნამავლობაში ჰყავდა გამოკეტილი და ბრალი მათ გატაცებასა და გაუპატიურებაში ედება, დღეს ოჰაიოს შტატის სასამრთლოს წინაშე წარსდგება. პოლიციის განცხადებით, კასტრომ უარი თქვა დუმილის უფლების შენარჩუნებაზე. პოლიციამ ასევე კასტროს ძმები -პედრო და ონილი დააპატიმრა. ბრალდება მათთვის ჯერ არ წაუყენებიათ: პოლიციის განცხადებით, მათი ამ ისტორიასთან კავშირი ჯერ არაა დადასტურებული. ამანდა ბერი, ჯინა დეჰესუსი და მიშელ ნაითი, ქალიშვილთან ბერისთან ერთად, კლივლენდში მდებარე სახლიდან ორშაბათს გაათვისუფლეს.
Print