ახალი ამბები
კვიპროსი ტერორისტებისგან თავდასაცავად რუსეთის დახმარებას ითხოვს
კვიპროსის მართლმადიდებლური სამართალდამცავი ცენტრის ხელმძღვანელმა მარიუს ფოტიუმ ქვეყნის პრეზიდნეტს ნიკოს ანასტასიადისს კუნძულზე რუსული სამხედრო ბაზის განთავსების თხოვნით მიმართა. ფოტიუ მოსახლეობის „ისლამური სახელმწიფოსგან“ დაცვას ითხოვს. მიმართვაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან კვიპროსი ყველაზე ახლოსაა სირიასთან, შესაბამისად, ტერაქტების საშიშროება უფრო მაღალია. რუსული მედიის ინფორმაციით, იმავდროულად რესპუბლიკაში მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
Print