„ერთად გავიცნოთ ევროპა“ – „ათინათის“ პროექტის პრეზენტაცია (ვიდეო)
14:15 / 16.12.2015
ზუგდიდის #4 საჯარო სკოლაში ასოციაციამ "ათინათი" პროგრამა "მომავლის
თაობა" ფარგლებში,
მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის „ერთად გავიცნოთ
ევროპა“ პრეზენტაცია გამართა. შეხვედრაზე მოსწავლეებმა ევროკავშირის
შესახებ მითებსა და რეალობაზე ისაუბრეს. მას ადგილობრივი
თვითმართველობის, რესურსცენტრის, სხვადასხვა სკოლებისა და
ევროკავშირის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება
ევროინტეგრაციის საკითხებში.
პროგრამას „PH Internetaional საქართველო“, აშშ შტატების საერთაშორისო
განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, ახორციელებს. სამეგრელოს
რეგიონში პროექტის პარტიორია ასოციაცია „ათინათი“.
მასალის გამოყენების პირობები