Error
ახალი ამბები
ავსტრალიელები მზის სრული დაბნელების მომსწრენი გახდნენ
მზის სრული დაბნელება ავსტრალიაში დღეს დილით მოხდა. მზის რკალური დაბნელება მაშინ ხდება, როდესაც მთვარე ისა ახლოს ჩაივლის მზესა და დედამიწას შორის, რომ მთლიანად ფარავს მზეს. ამ დროს რჩება რთგვარი ცეცხლოვანი რკალი. ამ სანახობის უკეთ დანახვა ქვეყნის ჩრდილოეთით იყო შესაძლებელი. მზის დაბნელების სანახავად ავსტრალიაში , ქვისლენდის შტატში მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანი ჩავიდა. ნაწილობრივი დაბნელებას აკვირდებოდნენ სიდნეის ობსერვატორიიდან: მთვარემ მზის 39% დაფარა. მზის სრული დაბნელება სიდნეიში 2028 წლის ივლისში უნდა მოხდეს.
Print