Error
ახალი ამბები
ბრიტანეთის მთავრობაში ევროკავშოროდან გასვლის მომხრეთა რიცხვი იზრდება
ბრიტანეთის ხელისუფლებაში ევროსკეტპისკოსების რიცხვი გაიზარდა. თავდაცვის მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლას დაუჭერდა მხარს. ანალოგიური განცხადება განათლების მინისტრმა მაიკლ გოუვმა გააკეთა. თუმცა ორივე მინისტრი აღნიშნავს, რომ დიდ ევროპას ახალი რეფორმის შანსი უნდა მიეცეს: ბრიტანელი პოლიტიკოსები ბრიუსელის უფლებამოსილების ნაწილის ნაციონალური მთავრობებისთვის დაბრუნებას გულისხმობენ . ამ კვირაში ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხს განიხილავენ. პრემიერ- მინისტრ დევიდ კემერონს მისი ჩატარება არაუგვიანეს 2017 წლის ბოლოსთვის აქვს განზრახული.
Print