ახალი ამბები
დე ფაქტო აფხაზეთის მეწარმეთა ასოციაცია დღგ-ს შესახებ კანონის გაუქმებას ითხოვს
დე ფაქტო აფხაზეთის მეწარმეთა ასოციაციამ პირველი ყრილობა გამართა, რომელზეც დღგ- ს შესახებ კანონზე შემაჯამებელი რეზოლუცია მიიღო და დე ფაქტო პრეზიდენტს გაუგზავნა.

რეზოლუციის თანახმად, მეწარმეები დღგ-ს შესახებ კანონის მოქმედების შეჩერებას, ასოციაციის წევრებისგან სამუშაო ჯგუფის შექმნას და 2016 წლის 1 მარტამდე კანონში ცვლილებების შეტანას, ასევე საგადასახადო კანონმდებლობის რეფორმირებას ითხოვენ.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის მეწარმეთა ასოციაცია 2016 წლის 29 იანვარს შეიქმნა და "აფხაზური ბიზნესის განვითარებას და მეწარმეთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად".

Print