ახალი ამბები
ვინ შეძლებს აფხაზეთში „უვიზოდ“ შესვლას
დე ფაქტო აფხაზეთში პირველი აპრილიდან ძალაში შედის კანონი, რომელიც "აფხაზეთში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესვლის" წესს განსაზღვრავს.

დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ, "აბხაზია ინფორმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განმარტა, რომ "ქვეყნის ტერიტორიაზე ვიზით შესვლას შეძლებენ იმ სახელმწიფოთა მოქალაქეები, რომლებთანაც აფხაზეთს უვიზო მიმოსვლის შესახებ ორმხრივი შეთანხმებები არა აქვს გაფორმებული.

მისივე თქმით, ამჟამად, "აფხაზეთს უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებები დადებული აქვს რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთთან, ნიკარაგუასა და ტუვალუს რესპუბლიკებთან".  ჩირიკბას განცხადებით, ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკასთან.

2016 წლის აპრილიდან დე ფაქტო აფხაზეთი ცალმხრივად აუქმებს "უვიზო რეჟიმს" იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ვინც რეგიონის დამოუკიდებლობა არ აღიარა.
Print