Error
ახალი ამბები
14 მაისს თამარობა აღინიშნება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმწმინდესისა და უნეტარესის ილია II–ის ლოცვა–კურთხევით 2013 წელი თამარ მეფის წლად გამოცხადდა. 14 მაისს, თამარ მეფის ხსენების დღეს, ახალგაზრდულო მოძრაობა დავითიანნი, წევრი მანდილოსნების ინიციატივით, აფუძნებს „თამარის სადროშე“–ს“ და აწყობს თამარობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას. შოთა რუსთაველის ძეგლიდან რიყის პარკამდე მოეწყობა სადღესასწაულო მსვლელობა, რომლის შემდეგაც გაიმართება ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამო. მსვლელობის დაწყებამდე 16:30 სთ-ზე „თამარის სადროშე“-ს წევრები საზოგადოებას მიმართავენ ეროვნული ინიციატივით. 18:00 სთ-ზე, რიყის პარკის ამფითეატრში მოეწყობა ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს `დავითიანნთან~ არსებული ლიტერატურული კლუბი „დალკი“, უსინათლოთა საზოგადოების წევრები, სხვადასხვა ქართული ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ჯგუფები. ღონისძიების მონაწილეებს საჩუქრად გადაეცემათ წმინდა თამარ მეფის ხატები. ხვალინდელი დღის განრიგი კი ასეთია: 15:00 სთ: შეკრება შოთა რუსთაველის ძეგლთან; 15:30 სთ: „თამარის სადროშე“ – მიმართვა; 16:00 სთ: მსვლელობის დასაწყისი, 18:00 სთ: რიყის პარკი – ახალგაზრდების შემოქმედებითი საღამო.
Print