ახალი ამბები
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილიდან დაიწყება
2016–2017 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 აპრილს დაიწყება. განათლების მინისტრის ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ჩარიცხვა სამ ეტაპად განხორცილდება.

სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

4 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით დარეგისტრირება შეეძლება ყველა დანარჩენ მოსწავლეს, ასევე მათ, ვინც ვერ მოახერხა რეგისტრაციის პირველ ეტაპზე.

14 ივნისიდან 30 ივნისი ჩათვლით კი მსურველები დარეგისტრირდებიან მეორე ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე. რეგისტრაციას გაივლიან ის მოსწავლეები, რომლის ასაკიც შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

Print