ახალი ამბები
ფუტკარი ჯანმრთელობის და განვითარების საწინდარია (ვიდეო)

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის საჯარო სკოლაში

სამოქალაქო კლუბ „იმედი ხვალის“ წევრებმა პროექტის „ფუტკარი ჯანმრთელობის საწინდარია“ - ს დახურვის ღონისძიება გამართეს.

პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის PH International საქართველოში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტის მიზანი მეფუტკრეობის აღორძინება და მოსწავლეებში სამრეწველო მეფუტკრეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დანერგვა, თეორიული, პრაქტიკული დ კვლევითი უნარების გამომუშავებაა.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ლექცია სემინარები, პრაქტიკული მეცადინეობები, მოეწყო შეხვედრა გამოცდილ მეფუტკრეებთან, დამზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები მეფუტკრეობის შესახებ.

ღონისძიებებს ორგანიზებას უწევდა სოფელ ჭაქვინჯის გამგებელი ბესო ერემაძე, რომელმაც პროექტის დაწყებამდე სკოლას საჩუქრად გადასცა ფუტკრის 2 ოჯახი, ხოლო პროექტის დახურვის ღონისძიების შემდეგ ერთ-ერთმა მეფუტკრემ, გელა გაბეჩავამ მზაობა გამოთქვა სკოლას ფუტკრის კიდევ ერთი ოჯახი გადასცეს.

Print