ახალი ამბები
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე  39 წლის ვახა ბუგიევი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი-2“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ვახა ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა და ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.

ადგილობრივების განმარტებით სავარუდოდ, ის  საჰაერო იერიშებს ემსხვერპლა.

გარდაცვლილი  პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა.
Print