ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი იტალიის ელჩს შეხვდა
ლევან შონიამ ანტონიო ენრიკო ბარტოლს რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონის ეკონომიკურ შესაძლებლობებს, აგრარულ სექტორს და ტურიზმის განვითარებას ეხებოდა.

იტალიის ელჩის განცხადებით, ისინი დაინტერესებული არიან რეგიონებთან ჰქონდეთ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობები.

„ჩვენ ვართ დაინტერესებული, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთში განვითარდეს ტურიზმი, ჩაიდოს ინვესტიციები აგროსექტორსა და ენერგეტიკაში. აქ იწყება ძალიან კარგი პროექტი ანაკლიის განვითარების მხრივ, ვგულისხმობ პორტს. იმედს ვიქონიებთ, რომ მსგავს დიდ პროექტებში იტალიაც იქნება ჩართული".

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორ ლევან შონიას განმარტებით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და იტალიის ელჩს რეგიონის პოტენციალი გააცნეს.
Print