ახალი ამბები
დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, საქართველოს განმანათლების, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე, ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.

საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული თავდაპირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა, მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.


Print