ახალი ამბები
გიორგი კვირიკაშვილი - "ბოლო წლებში საქართველომ ბევრს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში"
საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებებზე გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია sky news-ის ეთერში ისაუბრა. პრემიერმა ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო არის პირველ ადგილზე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 13 ქვეყანას შორის, სადაც კორუფციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე მსოფლიოს 102 ქვეყანას შორის მე-12 ადგილზეა კორუფციის დაბალი დონით. ზოგიერთი მთავრობა რჩევებს იღებს ჩვენგან. მაგალითად, იუსტიციის სახლი არის ძალიან კარგი კონცეფცია, რომლის ექსპორტიც საქართველოდან მოხდა. პროგრესი, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში მივაღწიეთ, მოწმობს იმას, რომ თუ არსებობს პოლიტიკური ნება და მოსახლეობის მტკიცე მხარდაჭერა, ბევრი რამის მიღწევა შეიძლება,“- აღნიშნა კვირიკაშვილმა.
Print