ახალი ამბები
მმართველი პარტია დღეს ყრილობას გამართავს
პოლიტიკური გაერთიანება ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” დღეს რიგით მეოთხე ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილია წარდგენილი.

დღეს ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევენ და ახალ წესდებას დაამტკიცებენ.

პარტიულ ყრილობაზე ”ქართულმა ოცნებმა” დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მიიწვია.

პარტიის ყრილობა თბილისის სპორტის სასახლეში 16:00 საათზეა დანიშნული.
Print