ახალი ამბები
ახალი სახლები 14 დევნილი ოჯახისთვის (ვიდეო)
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი ოჯახებისთვის ახლად აშენებული სახლები დაათვალიერა. სოზარ სუბარმა ასევე მოინახულა გარემონტებული ახალსოფლის სკოლა, ჯიხაშკარის საბავშვო ბაღი და ჭკადუაშის მულტიფუნქციური შენობა, რომელიც ამბულატორიას და კომპიუტერულ ცენტრს მოიცავს.

ამ ეტაპზე სახლები აფხაზეთიდან დევნილ 14 ოჯახს გადაეცა.

მშენებლობა საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მასში ის ოჯახები მონაწილეობდნენ, რომლებსაც საკუთრებაში არასასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები ჰქონდათ. სახლები მათ სწორედ საკუთარ მიწაზე აუშენეს.

დევნილებმა სასოფლო ან სამეწარმეო საქმიანობისთვის მცირე გრანტებიც მიიღეს.

პროექტის შედეგები მინისტრმა უცხოელ სტუმრებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შეაჯამა.


Print