ახალი ამბები
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს იწყება
საქართველოს სკოლებში  მეთორმეტე კლასის მოსაწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო.
შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს შემდეგი განრიგით ჩააბარებენ: 21 მაისი ქართული ენა და ლიტერატურა; ქართული, როგორც მეორე ენა; გეოგრაფია; 22 მაისი: უცხოური ენები; ბიოლოგია; 23 მაისი: ისტორია; ფიზიკა; 24 მაისი - მათემატიკა; 25 მაისი - ქიმია. იმ შემთხვევაში, თუ მეთორმეტე კლასელმა რომელიმე გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა, ეროვნულ გამოცდაზე არ დაიშვება.




Print