ახალი ამბები
აქცია ზუგდიდში - მკვლელი უნდა დაისაჯოს
ზვიად გამსახურდიას ძეგლთან 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობა აფახაზეთის #1 სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა გააპროტესტეს. ისინი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებენ და მკვლელის სათანადოდ დასჯას ითხოვენ.

„ამ აქციით მე პატივს მივაგებ გიგა ოთხოზორიას ხსოვნას, უიარაღო კაცმა დაამტკიცა, რომ ქართული სული ძლიერია“ - განაცხადა პედაგოგმა ოთარ ბჟანიამ.

აქციის წევრებმა გამსახურდიას ძეგლთან სანთლები დაანთეს და წუთიერი დუმილით ოთხოზორიას ხსოვნას პატივი მიაგეს.

აქციას  ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ანი წითლიძე და "სამეგრელოს განვითარების ცენტრის" წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.


Print