ახალი ამბები
არ შევეგუებით- სტუდენტების აქცია ხურჩაში (ვიდეო)

კავკასიის და ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა  ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან, 19 მაისს საქართველოს კონტოლირებად ტერიტორიაზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობა გააპროტესტეს.

ახალგაზრდების მსვლელობამ ხურჩის ხიდზე საქართველოს ჰიმნის ფონზე ჩაიარა.

იმ ადგილთან,სადაც ახალგაზრდა მოკლეს,სტუდენტებმა სანთლები დაანთეს.

"ჩვენ, ისეთ საქართველოში გვინდა ცხოვრება,სადაც ჩვენივე ტერიტორიაზე არ მოგვკლავენ. დიდი ძალა ვართ,შეგვიძლია ხვალინდელი დღის შეცვლა",- განუცხადა რადიო ,,ათინათს" შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნატალი კიკალიშვილმა.

ხურჩის შემდეგ სტუდენტებმა გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრეს.

Print