ახალი ამბები
კორცხელში მოხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპორტსმენები დაიკითხნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში გუშინ ღამე კორცხელის ინციდენტის მონაწილე ექვსმა სპორტსმენმა გამომძიებლებს ჩვენება მისცა. თუმცა, მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჟურნალისტებს დაკითხულების ადვოკატი ესაუბრა. ზურაბ ბელთაძის თქმით, საქმე არ გადაკვალიფიცირებულა და გამოძიება კვლავ ცემის მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ინფორმაციას ამ ეტაპზე არ ავრცელებს.

კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენები შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენების მისაცემად საკუთარი ნებით მივიდნენ.
Print