ახალი ამბები
გიგა ოთხოზორიას ოჯახს ბინას გადასცემენ
დევნილთა და განსახლების სამინიტროს ცნობით, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლულ გიგა ოთხოზორიას ოჯახისათვის ბინის გადაცემის საკითხზე, მთავრობასთან ერთად მუშაობენ. გარდაცვლილის ოჯახი ზუგდიდში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.

"მას დარჩა შვილები, დარჩა მშობლები, ისინი უნდა ვანუგეშოთ, დავუდგეთ გვერდით, შევუქმნათ ცხოვრების ღირსეული პირობები, მათ უნდა გააგრძელონ ცხოვრება. რაც შეეხება დანაშაულს, პიროვნება იდენტიფიცირებულია, დადგენილია და ის წარსდგება სამსჯავროს წინაშე", - უთხრა ჟურნალისტებს სოზარ სუბარმა.

19 მაისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. საზღვართან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გალის რაიონის მკვიდრი გიგა ოთხოზორია ე.წ. მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

Print