ახალი ამბები
თეა ქარდავა - ძალადობას ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ (ვიდეო)
კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პარტია "თავისუფალი საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი თეა ქარდავა ზედაეწერის რეგიონულ სამმართველში დღეს დაიკითხა.

მისი თქმით, არეულობა, 22 მაისის არჩევნებში" ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების, კერძოდ კი ნიკა მელიას გამოჩენამ გამოიწვია.

„ჩემი შეფასება იქნება ნეიტრალური, ორივე მხარე- ჩამოსულები, იყვნენ აგრესორები, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობას არავითარი აგრესია არ გამოუჩენია, პირიქით გაშველებას ცდილობდნენ.

ჩემი განწყობა მელიას გამოჩენისას იყო არასასიამოვნო, რადგან მთელი ცხრა წელი ეს ადამიანი დარბევასთან, ქაოსთან და ძალადობასთან ასოცირდება, მაგრამ ჩვენ ძალადობას ძალადობით არ უნდა ვუპასუხოთ“ - განაცხადა თეა ქარდავამ.

მისი დაკითხვა ზედაეწერის პოლიციის განყოფილებაში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
Print